მძღოლი საკუთარი ავტომობილით

08 მაისი - 08 ივნისი

ს/ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი საკუთარი ავტომობილით თანამდებობაზე თბილისის ფილიალში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 17 სერვისცენტრის მეშვეობით. 

ძირითადი მოთხოვნები განცხადების წარმომდგენის (მძღოლის) მიმართ:

** ავტომანქანის მართვის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ქონდეს მართვის მოწმობა;
** ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა;
** კოლეგიალურობა, გუნდურობა, არაკონფლიქტურობა, მოსმენის უნარი;
** პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა;
** ღია და გამჭვირვალე ურთიერთობები სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას;
** ქართული ენის კარგად ფლობა, გამართულად და გასაგებად საუბრის უნარი;
** რეგიონებში მგზავრობის შესაძლებლობა;

ძირითადი მოთხოვნები ავტომობილის მიმართ:

** უცხოური (არასაბჭოთა) ავტომობილი - კარგ მდგომარეობაში;
** საწვავის მაქსიმალური წვა: 100 კმ - 11 ლიტრი;
** ავტომობილის ასაკი: 2000 წლიდან;
** ავტომობილის ტიპი: მსუბუქი, ოთხკარიანი;

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 13 მაისს, 17 საათამდე უნდა შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.