სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის თანამდებობაზე ქობულეთის ფილიალში.
"კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 70 000 - ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 40 ფილიალისა და 17 სერვისცენტრის მეშვეობით.
"კრისტალი" გთავაზობთ:
** მზარდ სახელფასო და საბონუსე სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
** კრისტალის პროდუქტებით დაინტერესებული პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვა
** პოტენციური კლიენტისათვის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა და კლიენტის დაინტერესება
"კრისტალი" ეძებს მათ ვინც არის:
** მიზანდასახული და ენერგიული
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე
და ვისაც აქვს:
** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა)
** დამამთავრებელი კურსის სტუდენტები
** საშუალო ან პროფესიული განათლება
დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 25 თებერვალს 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა https://goo.gl/forms/giIs3r6hsV4JfWqj2
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
გაყიდვების ოფიცერი - ქობულეთი,ხელვაჩაური, რუსთავი, საგარეჯო, წნორი, გურჯაანი
16 თებერვალი -
16 მარტი