საკრედიტო ექსპერტი

17 ივლისი - 07 აგვისტო

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კონტინენტალ სითი კრედიტი" აცხადებს შემდეგ ვაკანსიას:

თანამდებობა: საკრედიტო ექსპერტი
სამუშაო ადგილი: თბილისი; სამუშაო გრაფიკი - სრული
პრაქტიკის ვადა 1-დან 3 თვემდე

ანაზღაურება პრაქტიკის პერიოდში პირველივე თვიდან - 200 ლარი; შეთანხმებული გეგმის შესრულების შემთხვევაში 600 ლარი.

ანაზღაურება პრაქტიკის პერიოდის (3 თვე) გასვლის შემდეგ - ფიქსირებული სახელფასო განაკვეთი - 600 ლარი + ბონუსი. (სახელფასო განაკვეთებში ნაგულისხმებია ხელზე ასაღები თანხა)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოზიდვა;
** მიკრო და მცირე ბიზნესების მქონე, ასევე სახელფასო შემოსავლის მქონე პოტენციური კლიენტების შემოსავლის ანალიზი და მათი ფინანსური საჭიროებების შეფასება;
** საკრედიტო შეთავაზებების მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის;
** გრაფიკის შესაბამისად სესხის დაფარვის კონტროლი;
** სესხების ჯანსაღი პორტფელის შექმნა და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია ეკონომიკა/საბანკო საქმე/ფინანსები); 
** მცირე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (იგივე პოზიციაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში/ბანკში); 
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; 
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა; 
** მიზანდასახულობა და ენერგიულობა; 
** გუნდურობა; 
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
** მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კონტინენტალ სითი კრედიტში-ში პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი; 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@cccredit.ge და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.