ექიმი-სპეციალისტი - კახეთი

19 სექტემბერი - 19 ოქტომბერი

პს "ავერსის კლინიკა" აცხადებს კარდიოლოგის, გინეკოლოგის, გასტროენტეროლოგის და ოფთალმოლოგის ვაკანსიას თელავის ფილიალში.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 

** უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი.
** შესაბამისი სერთიფიკატი
** სამუშაო გრაფიკი: ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე
** ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს "ავერსის კლინიკა" ან ანაზღაურდება ხარჯები.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კარდიოლოგი, გინეკოლოგი, გასტროენტეროლოგი ან ოფთალმოლოგი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

ან წარმოადგინეთ შემდეგი საბუთები:

** ფოტოსურათი 3X4 1ც.
** ფოტოსურათი 3X4 1ც. CD-დისკზე, გადაღების თარიღის მითითებით;
** დიპლომის ასლი; 
** სერტიფიკატის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;

მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ ტელ: 2 500 700; 2 500 700(5550)

კანდიდატურების მიღება იწარმოებს ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) შემდეგ საათებში: 10.00 სთ-იდან 17.00 სთ-მდე. 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 19 ოქტომბერი, 2018 წელი.