სოციალური მედიის მენეჯერი

13 სექტემბერი - 13 ოქტომბერი

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 127 ფილიალით.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად.

"სუფთა სახლში" მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, თვეში ორი შაბათი დასვენება)

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სოციალურ მედია ქსელებში არსებული კორპორატიული ანგარიშების გამართული და ეფექტური აქტივობის უზრუნველყოფა; (Facebook, Instargam, Youtube, linkedIn, Google Adwords)
** Facebook აქტივობების წლიური კალენდრის შედგენა და განხორციელება;
** კომპანიის სოციალური ქსელების მუდმივი განახლებისა და გაუმჯობესების განხორციელება;
** ინტერნეტ სივრცეში კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის, ბლოგის, პოსტის მოძიება/შესწავლა და დროული და სათანადო რეაგირება;
** სოციალური ქსელის გვერდზე განთავსებულ პოსტებზე რეგულარული და ოპერატიული რეაგირება.
** სოციალური ქსელში რეკლამის მენეჯმენტი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მარკეტინგის ან ჟურნალისტიკის მიმართულებით);
** სასურველია გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
** Microsoft Office-ის კარგად ცოდნა;
** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული).

დამატებითი უნარები:

** წერითი და მეტყველების კარგი უნარი;
** კომუნიკაბელური;
** მიზანდასახული;
** პასუხისმგებლიანი;
** ორგანიზებული;
** ენერგიული;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სოციალური მედიის მენეჯერი".

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "სუფთა სახლი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!