ვიდეო ბლოგერი

06 აპრილი - 06 მაისი

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად  მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 115 ფილიალით.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი კატეგორიის პროდუქცია:  პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ  ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად. 

ამჟამად მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო ბლოგერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ჟურნალისტიკის მიმართულებით)
** ჟურნალისტად ან ბლოგერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სცენარის/სტატიების მომზადებაში გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კრეატიული;
** სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** მოტივირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინარული.

დამატებითი მოთხოვნა: გამოგვიგზავნეთ 1 წუთიანი ვიდეო, სადაც მოგვიყვებით თქვენს შესახებ.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV და ვიდეო, შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge და მიუთითეთ სასურველი თანამდებობა - "ვიდეო ბლოგერი",  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა  არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს, შემდეგ მისამართზე: www.clean-house.ge

"სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.