მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი

18 მაისი - 18 ივნისი

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის წლიური მარკეტინგული გეგმის შედგენა და განხორციელების უზრუნველყოფა; 
** მარკეტინგული ბიუჯეტის განსაზღვრა და მართვა;
** ვებ გვერდის ადმინისტრირება;
** სატელევიზიო და სოციალური მედიის სივრცეში აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** სარეკლამო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** დაგროვებითი ბარათების ინფორმაციის ანალიზი და მართვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** სასურველია გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული უნარ ჩვევები:

** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** კარგი ბიზნეს კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიული და მოტივირებული.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge და მიუთითეთ სასურველი თანამდებობა - "მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს, შემდეგ მისამართზე: http://www.clean-house.ge

ვიცხოვროთ "სუფთა სახლში"!

"სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "სუფთა სახლისათვის" ხელმისაწვდომი გახდება გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "სუფთა სახლში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.