ხარისხის/სერვისის მენეჯერი, მოლარე კონსულტანტი

24 მაისი - 24 ივნისი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევსთანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე:

1. ხარისხის/სერვისის მენეჯერი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება (სავალდებულოა);
** პროდუქციის განთავსებისა და მომსახურების წესების ცოდნა (სავალდებულოა);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარები და პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ​ შრომისმოყვაროება;

მოვალეობები:

** ფილიალების ყოველდღიური მონიტორინგი - პროდუქციის განთავსების, მომსახურების ხარისხის შეფასება;
** ანგარიშების მომზადება.

2. მოლარე-კონსულტანტი 

სამუშაო ადგილი: თბილისი

მოვალეობები:

** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისთვის სასურველ პროდუქციაზე კონსულტაციის გაწევა.
** პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** პროდუქციის ხარისხის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა.
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას. 
სტაჟის მატებასთან ერთად გათვალისწინებულია სარგებლის ზრდა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@chita.ge ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.