ფილიალის მენეჯერი, ვებ-გვერდის და სოც. მედიის ადმინისტრატორი

26 იანვარი - 26 თებერვალი
!!!ყველა ვაკანსია !!!ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება !!!ამოსაბეჭდი ვერსია !!!ბმულის გადაგზავნა !!! გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფილიალის მენეჯერი, ვებ-გვერდის და სოც. მედიის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ჭი-ტა
გამოქვეყნდა: 26 იან / ბოლო ვადა: 26 თებ
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ფილიალის მენეჯერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების (რუსული და ინგლისური) ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი (სავალდებულოა);
** მომსახურების პრინციპების ცოდნა;
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის პერსონალის ორგანიზება, ეფექტური მართვა და მუშაობის კონტროლი;
** მაღაზიის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კონტროლი და ოპტიმიზაცია;
** მაღაზიის დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესის მიხედვით;
** დადგენილი რეჟიმით მაღაზიის მუშაობის უზრუნველჰყოფა.
** დროული მომზადება და წარდგენა დოკუმენტებისა (შრომის განაწილების განრიგი, თანამშრომლების წარდგენა საჯარიმოდ/პრემიისთვის), რომლებიც საჭიროა ხელფასების გაანგარიშებისათვის.
** ფინანსური დოკუმენტების დროული მომზადებისა და წარდგენის უზრუნველყოფა.
** მაღაზიაში არსებული ტექნიკისა და მუშაობისათვის საჭირო სხვადასხვა მოწყობილობების გამართულობის კონტროლი და მათი გაუმართაობის აღმოფხვრის ორგანიზება.
** დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარმოება და წარდგენა ხელმძღვანელი პირების წინაშე.

2. ვებ-გვერდისა და Facebook გვერდის ადმინისტრატორი 

ზოგადი აღწერა:

** სასურველია, რომ კანდიდატი იყოს ძალიან მოტივირებული, მონდომებული, სხარტი აზროვნების, ოპერატიული და კარგად იცოდეს ქართულად წერა. დამატებით პრიორიტეტად ჩაითვლება ფბ-ის მართვის ცოდნა და ტექნიკური უნარ-ჩვევები.
** დეტალურად უნდა შეისწავლოს ჩვენი პროდუქცია და მომხმარებლებს გასცეს პროფესიონალური პასუხი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბრენდის განვითარებაზე და გამყარებაზე ზრუნვა
** ფბ-ის და საიტის ადმინისტრირება.
** მომხმარებლებისათვის პროდუქციის შეხახებ ინფორმაციის მიწოდება
** კონკურენტული გარემოს შესწავლა, კვლევების წარმოება, ანალიზი
** გაყიდვების სტიმულირებისათვის მხარდაჭერის უზრუნველყოფა
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მოტივირებული, სხარტი აზროვნების,
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცოდნა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@chita.ge, ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.