დირექტორის ასისტენტი, ლოჯისტიკის კოორდინატორი

18 მაისი - 18 ივნისი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" აცხადებს ვაკანსიებს:

1. დირექტორის ასისტენტი

თანამდებობრივი მოვალეობები:

** დირექტორის მიერ დანიშნული თათბირების, შეხვედრებისა და სატელეფონო საუბრების ორგანიზება;
** ოფიციალური საპასუხო წერილების მომზადება;
** თათბირებისა და შეხვედრების მემორანდუმების მომზადება საჭიროების შემთხვევაში;
** დირექტორის მიერ დასმულ საკითხებზე სხვადასხვა კვლევისა და დეტალური ინფორმაციის მოძიება; 
** დირექტორის მიერ მოთხოვნილი მასალებისა და საბუთების დროული მოძიება და მომზადება;
** აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ინფორმაციის მიღება და ადრესატისათვის ამ ინფორმაციის დროული და შეუფერხებელი გადაცემა.
** გენერალურ დირექტორთან ვიზიტორების მიღების განრიგის წარმოება და შეხვედრების ორგანიზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბაკალავრი ჰუმანიტარული მიმართულებით).
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. 
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მიზანდასახულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
** გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
** ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო დღეები: 5 დღე.
სამუშაო საათები: 09:30-დან 18:30 სთ-მდე.

2. ლოჯისტიკის კოორდინატორი

თანამდებობრივი მოვალეობები:

** სისტემატიური თანამშრომლობა უცხოელ და ადგილობრივ მომწოდებლებთან.
** სატრანსპორტო/საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება და ლოჯისტიკური პროცესის კონტროლი.
** პროდუქციის სტატისტიკა, შეკვეთების დამუშავება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** სეზონის მიხედვით პროდუქციის განსაზღვრა და მონიტორინგი.
** დოკუმენტაციის დადგენილ სტანდარტებში მოყვანა და ანგარიშგება დირექტორთან.
** სასაწყობე ნაშთების შედარება ფილიალების ნაშთებთან და მათი პროგრამული გატარება.
** მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა ოპტიმალური რაოდენობითა და ასორტიმენტით, სისტემატიური კონტროლი საწყობის და მაღაზიების ნაშთების
** შეკვეთების სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** სასურველი მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია უცხო ენების, ინგლისურის და რუსულის მაღალ დონეზე ფლობა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მიზანდასახულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
** გადაწყვეტილების მიღების უნარი; 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@chita.ge ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.