რეგიონული გაყიდვების აგენტი

29 მარტი - 29 აპრილი

"CCT Chemicals Coating Trading LLC" / შპს "ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგ" დაარსდა თბილისში 2012 წელს. კომპანია თანამშრომლობს იტალიურ საერთაშორისო ბრენდებთან. სათაო ოფისი, საწყობები და საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავში.

კომპანია სპეციალიზებულია შემდეგი მიმართულებებით:

** კედლების და დეკორატიული საღებავების წარმოება ქალაქ რუსთავში (იტალიელი თანამშრომლების დახმარებით და იტალიური ტექნოლოგიების გამოყენებით);
** ადგილობრივი და  საერთაშორისო ვაჭრობა ხის, მეტალის და დეკორატიული ლაქ-საღებავებით;
** პროდუქციის გამოყენებისთვის საჭირო აქსესუარებით ვაჭრობა.

ვაკანსია: რეგიონული გაყიდვების აგენტი

კანდიდატი იმუშავებს ქართველ და იტალიელ თანამშრომლებთან ერთად.  
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას.
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30 ორშაბათი - პარასკევი (13:00-14:00 შესვენება)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის შესწავლა და მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და შეხვედრების დაგეგმვა;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** პროდუქციის გამოყენების შესახებ ტრენინგების ჩატარება;
** გაყიდვების ზრდის პროცესისთვის მუდმივი ხელშეწყობა;
** ყოველი კვირის და თვის ბოლოს ანგარიშის მომზადება.  

კანდიდატი იმუშავებს არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან:

** სამშენებლო კომპანიები;
** ლაქ-საღებავებით სპეციალიზებული მაღაზიები;
** არქიტექტორული კომპანიები;
** ტენდერების გამომცხადებელი ორგანიზაციები;
** სასტუმროები;
** მეტალის მწარმოებელი კომპანიები;
** ხის მწარმოებელი კომპანიები და ა.შ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი და ა.შ.)
** სულ მცირე ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
** სასურველია საქარველოს ორგანული კანონის "საქართველოს საგადასახადო კოდექსის" ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** კრეატიული აზროვნება;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი;
** უფასო ტრენინგებს ქართველი და იტალიელი სპეციალისტებისგან;
** პირადი და კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივას;
** გრძელვადიან თანამშრომლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** მუდმივი წინსვლის შესაძლებლობას.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან;
** გასაუბრება კომპანიის გენერალურ დირექტორთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@chemicalscoating.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "რეგიონული გაყიდვების აგენტი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის "CCT Chemicals Coating Trading LLC"/შ.პ.ს. "ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგ" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!