ემბრიოლოგის ასისტენტი

05 სექტემბერი - 25 სექტემბერი

"ჩაჩავას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ემბრიოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სპეციალობა ბიოლოგი ან ექიმ-ლაბორანტი
** სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, მაგისტრის აკადემიური ხარისხი სპეციალობით "ბიოლოგი/ემბრიოლოგი"
** სამუშაო გამოცდილება - არ არის სავალდებულო.
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანობა, კორექტულობა;
** სასიამოვნო გარეგნობა
** ორგანიზებულობა, მოქნილობა, სისხარტე;
** მოლაპარაკების წარმართვის/დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალობა და პასუხისმგებლობის გრძნობა

აპლიკანტს შესაძლებლობა ეძლევა ემბრიოლოგის სპეციალობის დაუფლებისა და სამომავლოდ დამოუკიდებელ ემბრიოლოგად ჩამოყალიბებისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტო სურათთან ერთად შემდეგ ელ. მისამართზე: info@chachava.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბიოლოგი/ემბრიოლოგი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. რეზიუმე ფოტო სურათის გარეშე არ განიხილება.

განცხადებების მიღება ასევე შესაძლებელია კლინიკის კანცელარიაში, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ 38, სამუშაო დღეებში 10:00-17:00-მდე.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 25 სექტემბერი.

გასაუბრებაზე ვიწვევთ ვაკანსიის შესაბამისად წინასწარ შერჩეულ კანდიდატებს.