კურსი - პოლიტიკური იმიჯის შექმნის ხელოვნება და მენეჯმენტი

17 მაისი - 17 ივნისი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასერტიფიკატო კურსზე -"პოლიტიკური იმიჯის შექმნის ხელოვნება და მენეჯმენტი".

გთავაზობთ უნიკალურ, მაღალი დონის ლექტორებისა და ტრენერების მიერ შემუშავებულ პროგრამას. ტრენინგ კურსი დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული თქვენ მიერ შერჩეულ პროფესიაში.

სწავლის პროცესში, სტუმრის სტატუსით მოწვეულნი იქნებიან ცნობილი პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები. ასევე, მსმენელები ეწვევიან საქართველოს პარლამენტს და დაესწრებიან საკომიტეტო მუშაობასა და სესიას (ქუთაისი), შეხვდებიან და გაესაუბრებიან პოლიტიკურ ლიდერებს.

საგნები და ლექტორები:

1. "პოლიტიკური პიარი, პოლიტიკური მენეჯმენტი და იმიჯის შექმნის თავისებურებანი" / 30 საათი / - მსმენელები შეისწავლიან საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სტრატეგიის თავისებურებებს პოლიტიკაში. ასევე, იმიჯის შექმნის ძირითად საკითხებს: ლიდერობის პირამიდას; ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციების ხელოვნებას; მესიჯის შედგენის ტექნოლოგიებს; სტრატეგიის შერჩევასა და დაგეგმარებას; ღონისძიებების მართვას.

ლექტორი თამარ ჩიბურდანიძე - პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ტრენინგებისა და კონსულტაციების მიმართულების ხელმძღვანელი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი; საქართველოს პარლამენტის თანამშრომელი, საქართველოს თვითმმართველი ორგანოების, პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ტრენერი.

2. "პოლიტიკის ისტორია" / 14 საათი / - მსმენელები შეისწავლიან მსოფლიო პოლიტიკის ისტორიის ძირითად საკითხებს, პოლიტიკურ სისტემებს, რეჟიმებსა და იდეოლოგიებს. განიხილავენ ცნობილი პოლიტიკოსების მოღვაწეობის მნიშვნელოვან ქეისებს.

ლექტორი თამარ კიკნაძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი.

3. "უახლესი ისტორიის პოლიტიკური პროცესების ანალიზი" / 10 საათი / - სალექციო კურსში განხილული იქნება ცივი ომის (1945-1991) მიზეზები და განვითარება. გეოპოლიტიკური სურათი დღევანდელ მსოფლიოში და მნიშვნელოვანი დემოგრაფიული ცვლილებების გავლენა საერთაშორისო ვითარებაზე. 

ლექტორი პეტრე მამრაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 2016 წლიდან (სოციალური მეცნიერებები). ფიზ. მათ. მეცნიერებათა კანდიდატი (1992 სანქტ-პეტერბურგი); ორი მონოგრაფიისა და მრავალი ანალიტიკურ-პუბლიცისტური წერილის ავტორი.

4. "საერთაშორისო უსაფრთხოების თანამედროვე პრობლემები" / 10 საათი / -კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს უსაფრთხოების ცნებასთან დაკავშირებული ძირითადი მიდგომები, შეიარაღების კონტროლისა და იარაღით ვაჭრობის პრობლემები, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკობიზნესისა და ტერორიზმის პრობლემები, კონფლიქტები თანამედროვე მსოფლიოში, "გლობალურ ჩრდილოეთსა" და "გლობალურ სამხრეთს" შორის განსხვავებათა ძირითადი ასპექტები.

ლექტორი ვახტანგ მაისაია - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. 

5. "მედიასთან ურთიერთობა და ინფორმაციის მართვა" / 12 საათი / - მსმენელები შეისწავლიან ინფორმაციის მართვასა და მის მიწოდებას საზოგადოებისათვის. ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გავრცელების მეთოდოლოგიას, მონაცემთა ბაზების შექმნასა და მათ გამოყენებას. პრეს რელიზების მომზადებასა და გავრცელებას, მედია სამართლისა და ჟურნალისტური ეთიკის საფუძვლებს.

ლექტორი ელისო ჩაფიძე - ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის ასოცირებული პროფესორი. სხვადასხვა პერიოდში: გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის მოადგილე, გერდ ბუცერიუსის ოქროს ფრთისა და ოქროს კალმის ლაურეატი. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, ამჟამად, სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

6. "ელექტრონული მმართველობა" / 8 საათი / - მსმენელებს ექნებათ სრული წარმოდგენა და გამოყენების შესაძლებლობა არსებული ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემების, მისი ყველაზე ეფექტიანი მოხმარებისა და ძალიან მოქნილი მარტივი ხერხების. 

ლექტორი თემურ მაისურაძე - ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსალეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიწვეული ტრენერი, ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის სერტიფიცირებული სპეციალისტი, 155 ინოვაციისა და გამოგონების ავტორი.

7. "აკადემიური წერა" / 7 საათი / - კურსის მიზანია აკადემიური წერის ჩვევების განვითარება, მეცნიერული აზროვნებისა და ადეკვატური ტექსტების შექმნის უნარის გამომუშავება. სალექციო კურსი აგებულია საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული აკადემიური წერის პრინციპებზე. 

ლექტორი ნინო მინდიაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

8. "უპირატესობის მენეჯმენტი - წარმატების ფორმულა" / 12 საათი / - მსმენელები შეძლებენ დაეუფლონ კრეატიული აზროვნების ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლის გამოყენებითაც საქმიანობაში შეძლებენ როგორც პიროვნული, ასევე ორგანიზაციული უპირატესობების მოპოვებასა და შედეგის სარგებელზე ორიენტირებულ მართვას. 

ლექტორი თემურ მაისურაძე 

9. "კვლევები" / 8 საათი / - მსმენელები შეისწავლიან რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის მეთოდებს, ფოკუს-ჯგუფში მუშაობის ტექნოლოგიებს. შესაბამისი ცოდნის მიღების შემდეგ მსმენელები შეძლებენ მარტივად, თავად გააკეთონ პოლიტიკური კვლევები.

ლექტორი მირანდა აბრამიშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, უძღვება სალექციო კურსს _ კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში.

10. "პოლიტიკური მარკეტინგი" / 10 საათი / - პოლიტიკური მარკეტინგის საგანი მსმენელს გააცნობს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პოლიტიკური მარკეტინგი და პოლიტიკური კონსალტინგი; პოლიტიკური მარკეტინგი და საარჩევნო ინჟინერია, საზოგადოებრივი ურთიერთობების მიმართულება; პოლიტიკური სისტემებისა და პოლიტიკური პროცესების ანალიზი; 

ლექტორი ჯაბა სამუშია - პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურ. "ისტორიანის" მთავარი რედაქტორი.

11. "პრეზენტაციის ტექნიკა" / 6 საათი / - მსმენელები გამოიმუშავებენ პრეზენტაციის დაგეგმვის, მომზადებისა და წარდგენის უნარ-ჩვევებს. სიტყვის მომზადების ტექნოლოგიებს.

ლექტორი თამარ ჩიბურდანიძე -

სტუმარი სპეციალური მოწვევით პოლონეთიდან:

12. "თანამედროვე ევროპული პოლიტ ტექნოლოგიები, პოლიტიკური კულტურა და პოლიტიკური ფსიქოლოგია" - მსმენელები შეისწავლიან თანამედროვე ევროპულ პოლიტ ტექნოლოგიებს; გაეცნობიან პოლონეთის, როგორც ცენტრალური ევროპის, დემოკრატიული განვითარების ისტორიას. ასევე, პოლიტიკურ კულტურას საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ.

ლექტორი მარჩინ ალეინიკი - პოლონეთის ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი, პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი. სხვადასხვა დროს იყო: პოლონეთის სახელმწიფო საკონსტიტუციო რეფორმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში; პოლონეთის მთავრობის საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელი და სხვა. 
მარჩინ ალეინიკი ლექციას რუსულ ენაზე ჩაატარებს. კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია თარჯიმნის მომსახურება.

სასერტიფიკატო კურსის ღირებულებისა და მიღების წესებთან დაკავშირებით, გთხოვთ იხილოთ ბმული.