საკრედიტო ექსპერტი/სტაჟიორი - თბილისი, ბათუმი

22 მარტი - 22 აპრილი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კაპიტალ ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტი/სტაჟიორის თანამდებობაზე ბათუმში.

"კაპიტალ ექსპრესის" მიზანია შრომის ბაზარზე მაღალი კონკურენციის პირობებში ახალ კურსდამთავრებულ და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს მისცეს შესაძლებლობა, დაეუფლონ საფინანსურ სექტორში ყველაზე მოთხოვნად საკრედიტო ექსპერტის სპეციალობის. აღნიშნული ვაკანსია გულისხმობს საქმის ადგილზე შესწავლას, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კუთხით.

ანაზღაურებადი სტაჟირების პერიოდი განისაზღვრება 3 თვემდე.
შესაბამისი კვალიფიკაციის მიღების შემდეგ, საკრედიტო ექსპერტის ანაზღაურება შეადგენს საშუალოდ 300-500 ლარს + ბონუსი (200-400 ლარი).

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოზიდვა.
** მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება, ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;
** მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
** საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;
** პორტფელის მონიტორინგი;
** პრობლემური სესხის მართვა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;
** სასურველია (არასავალდებულო) მინ. 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება დაკრედიტების მიმართულებით, ბანკში და/ან საკრედიტო ორგანიზაციაში.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ფინანსური ანალიზი (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადების უწყისი);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა
** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** სამუშაოს და დროის დაგეგმვის უნარი;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება, ინტუიცია;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, ინიციატივა, აქტიურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, სტრესულ, დაძაბულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია (CV) სურათით (მიუთითეთ წინა სამსახურიდან რეკომენდატორების საკონტაქტო ტელეფონი) და სამოტივაციო წერილი, სადაც მითითებული იქნება მოსალოდნელი სახელფასო განაკვეთი (ხელზე ასაღები) და მიმდინარე სახელფასო განაკვეთი (უმუშევრობის შემთხვევაში - ბოლო სამსახურის ხელფასი), ელფოსტაზე: d.keshelashvili@capitalexpress.ge. მიუთითეთ, თუ რა ვაკანსიაზე აგზავნით რეზუმეს (CV), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.