საკრედიტო ადმინისტრატორი

14 ივნისი - 14 ივლისი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კაპიტალ ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში (გლდანის ფილიალი).

გამოსაცდელი პერიოდის (4 თვე) განმავლობაში თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 400 ლარის ოდენობით, ხოლო შემდგომ ანაზღაურება იქნება 500 ლარი (ზრდის პერსპექტივით).

სავალდებულო მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** სესხის ხელშეკრულებების პროგრამული უზრუნველყოფა;
** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
** კორესპონდენციის წარმოება და ოპერატიულად რეაგირება.
** დოკუმენტაციის მართვა და წარმოება.
** ოფისის საკანცელარიო, ტექნიკური/სამეურნეო ნივთებით უზრუნველყოფა.
** სატელეფონო ზარებზე პასუხი, დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდება.
** შემოსული კლიენტების დახვედრა/გასაუბრება.
** რეპორტების მომზადება
** მენეჯმენტისა და სხვა კოლეგების ადმინისტრაციული მხარდაჭერა.

სავალდებულო უნარები და შესაძლებლობები:

** დახვეწილი მეტყველების უნარი
** კომუნიკაბელურობა;
** დროის მართვის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;
** პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, ინიციატივა, აქტიურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, სტრესულ, დაძაბულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია (CV) სურათით (მიუთითეთ წინა სამსახურიდან რეკომენდატორების საკონტაქტო ტელეფონი), შემდეგ ელ-მისამართზე: contact@capitalexpress.ge

მიუთითეთ, რა ვაკანსიაზე აგზავნით რეზიუმეს (CV), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.