ასოც. პროფესორი, ასისტენტი-პროფესორი - ინგლისური ფილოლოგია

26 ივლისი - 31 აგვისტო

კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (CSH) აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით:

** ასოცირებული პროფესორი - 4 ვაკანტური ადგილი
** ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანტური ადგილი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასოცირებულ პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი და დისციპლინის შესაბამის სფეროში არანაკლებ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება.
** ასისტენტ-პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება და დისციპლინის შესაბამის სფეროში საქმიანობის 3 წლიანი გამოცდილება.
** პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

კანდიდატების მიმართ წაყენებული დამატებითი მოთხოვნები:

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლიანი;
** კომუნიკაბელური;
** სამართლიანი;
** დისციპლინირებული;
** გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
** აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
** მოსმენის უნარი;
** კრეატიული;
** მოტივირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

** CV/რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები იმავე ან მომიჯნავე დარგში; დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა; ასევე, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დიპლომის ასლები;
** საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვა უსდ-ში არსებული დატვირთვების შესახებ ინფორმაცია;
** საკანდიდატო/სადოქტორო და სამაგისტრო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, დარგი, მიმართულება);
** სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ სრული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე ნაშრომის გარე ყდის ასლებს (კონკურსის მიზნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 5 წლის მანძილზე არსებული მდგომარეობა). 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა; 
II ეტაპი - პრეზენტაცია/გასაუბრება
III ეტაპი - კონკურსის შეჯამება.

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით. 

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 26 ივლისი 2019 წ. 
საბუთების მიღება: 2019 წლის 26 აგვისტოდან - 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.
კონკურსის ჩატარების პერიოდი: 2019 წლის სექტემბრის პირველი სამუშაო კვირა.
კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1 
კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2019 წლის 10 სექტემბერი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს, ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: hr@cu.edu.ge ან ნომერზე 032 2377777.

გთხოვთ, ელფოსტის საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!