ქოლ-ცენტრის იტალიურენოვანი ოპერატორი

18 მაისი - 18 მაისი

გერმანული კომპანია "სი ემ იქს სოლუშენს"-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანსა და თბილისში. მრავალენოვანი ქოლ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ და გამავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე. 

ამჟამად თბილისის გუნდში 120-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და გაფართოების მიზნით ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს იტალიურენოვან ქოლ-ცენტრის ოპერატორებს/კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლებსსრულ, ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტთა მომსახურება შემომავალი და გამავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით;
** მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება;

მოთხოვნები:

** იტალიური ენის ცოდნა. მინიმალური ცოდნის დონე B2/C1;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** სიზუსტე, აკურატულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ანაზღაურებად ტრენინგ კურსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: jobs@cmx-solutions.com