ქოლ-ცენტრის ფრანგულენოვანი ოპერატორი

06 ივნისი - 20 ივნისი

გერმანული კომპანია "სი ემ იქს სოლუშენს"-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანსა და თბილისში. მრავალენოვანი ქოლ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ და გამავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე. 

ამჟამად თბილისის გუნდში 120-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და გაფართოების მიზნით ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს:

ფრანგულენოვან ქოლ-ცენტრის ოპერატორებს/კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლებს სრულ, ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტთა მომსახურება შემომავალი და გამავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით;
** მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება;

მოთხოვნები:

** ფრანგული ენის ცოდნა. მინიმალური ცოდნის დონე B2/C1;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** სიზუსტე, აკურატულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ანაზღაურებად ტრენინგ კურსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: jobs@cmx-solutions.com

აპლიკაციის წარდგენით ვაცხადებ თანხმობას, რომ შპს "სიემიქს სოლუშენს"-მა რეკრუტირების პროცესთან დაკავშირებით შეინახოს ჩემ მიერ მოწოდებული დოკუმენტები და პერსონალური მონაცემები 3 წლის ვადით დასაქმების კამპანიაში მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.

ამავე დროს ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უარი განვაცხადო თანხმობაზე, თუმცა ვიცი, რომ უარის შემთხვევაში შპს "სიემიქს სოლუშენს" ვეღარ შეძლებს ჩემთან დაკავშირებას სამომავლო პოტენციური რეკრუტირების პროცესში, იმ პოზიციებთან მიმართებით რომელიც შესაძლოა შესაფერისი იყოს ჩემი კანდიდატურისთვის.