ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი

11 ნოემბერი - 30 ნოემბერი

"ბრიტანულ-ქართული აკადემია" 2019 წლის ნოემბრისთვის აცხადებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტის) მასწავლებლის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

** აკადემიის სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო პროგრამების, მათ შორის სხვადასხვა დარგისათვის სპეციფიკური ტექნოლოგიების სწავლება.
** სწავლისა და სწავლების პროცესში ინოვაციური მეთოდოლოგიებისა და ტექნოლოგიების გამოყენება.
** პოზიტიური, სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა.
** მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ.
** კლასგარეშე ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
** აკადემიის პროფესიული განვითარების პროგრამებში აქტიური ჩართულობა.

კვალიფიკაცია და უნარები:

** შემოქმედებითობა, ახალი იდეებისა და ინიციატივებისათვის მზაობა;
** თბილი, მზრუნველი, გულღია და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ;
** სკოლაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
** სწავლისა და სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
** მასწავლებლის კვალიფიკაცია.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნოთ აპლიკაციის შევსებული ფორმა (ჩამოტვირთეთ: https://www.dropbox.com/s/zc5qwwj7ezdczdz/bga-teach-app-form-ge.pdf?dl=0) ელექტრონულ ფოსტაზე: bga@bga.ge არაუგვიანეს 2019 წლის 30 ნოემბრისა. სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ "ისტის მასწავლებელი".

გაითვალისწინეთ, რომ განცხადებები აპლიკაციის ფორმის გარეშე არ განიხილება. გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.