ბრიტანულ-ქართული აკადემია 2019 წლის აგვისტოსთვის აცხადებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტის) მასწავლებლის ვაკანსიას.
ძირითადი მოვალეობები:
** აკადემიის სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო პროგრამების, მათ შორის სხვადასხვა დარგისათვის სპეციფიკური ტექნოლოგიების სწავლება.
** სწავლისა და სწავლების პროცესში ინოვაციური მეთოდოლოგიებისა და ტექნოლოგიების გამოყენება.
** პოზიტიური, სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა.
** მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ.
** კლასგარეშე ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
** აკადემიის პროფესიული განვითარების პროგრამებში აქტიური ჩართულობა.
კვალიფიკაცია და უნარები:
** შემოქმედებითობა, ახალი იდეებისა და ინიციატივებისათვის მზაობა;
** თბილი, მზრუნველი, გულღია და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ;
** სკოლაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
** სწავლისა და სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
** მასწავლებლის კვალიფიკაცია.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნოთ აპლიკაციის შევსებული ფორმა (ჩამოტვირთეთ: https://www.dropbox.com/s/zc5qwwj7ezdczdz/bga-teach-app-form-ge.pdf?dl=0) ელექტრონულ ფოსტაზე: bga@bga.ge არაუგვიანეს 2019 წლის 15 ივლისისა. სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ "ისტის მასწავლებელი".
გაითვალისწინეთ, რომ განცხადებები აპლიკაციის ფორმის გარეშე არ განიხილება. გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი
14 ივნისი -
15 ივლისი