დაწყებითი კლასების მასწავლებელი

14 ივნისი - 15 ივლისი

ბრიტანულ-ქართული აკადემია 2019 წლის აგვისტოსთვის აცხადებს დაწყებითი კლასების მასწავლებლის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

** მოსწავლეების ჩართვა შემოქმედებით და მრავალფეროვან გაკვეთილებში; 
** ძირითადი საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, მე და საზოგადოება) სწავლება და სადამრიგებლო კლასის ხელმძღვანელობა.
** პოზიტიური, სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა;
** მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ;
** კლასგარეშე ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** აკადემიის პროფესიული განვითარების პროგრამებში აქტიური ჩართულობა;

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

** შემოქმედებითობა, ახალი იდეებისა და ინიციატივებისათვის მზაობა;
** თბილი, მზრუნველი, გულღია და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ;
** სკოლაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
** სწავლისა და სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
** მასწავლებლის კვალიფიკაცია;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნოთ აპლიკაციის შევსებული ფორმა (ჩამოტვირთეთ: https://www.dropbox.com/s/zc5qwwj7ezdczdz/bga-teach-app-form-ge.pdf?dl=0) ელექტრონულ ფოსტაზე bga@bga.ge არაუგვიანეს 2019 წლის 15 ივლისისა. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ "დაწყებითის მასწავლებელი". გაითვალისწინეთ, რომ განცხადებები აპლიკაციის ფორმის გარეშე არ განიხილება. გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.