დაწყებითი კლასების მასწავლებელი - შემცვლელი

19 აპრილი - 29 აპრილი

"ბრიტანულ-ქართული აკადემია" აცხადებს დაწყებითი კლასების მასწავლებლების შემცვლელი მასწავლებლის ვაკანსიას 2019 წლის მიმდინარე სემესტრიდან.

ძირითადი მოვალეობები:

** დაწყებით კლასებში დროებით არმყოფი მასწავლებლის გაკვეთილების ჩატარება და სადამრიგებლო კლასის ხელმძღვანელობა.
** ძირითადი საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, "მე და საზოგადოება") სწავლება.
** პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება.
** მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ.
** კლასგარეშე ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
** პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა.

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

** დაწყებით კლასებში სწავლების მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** თბილი, მზრუნველი, გულღია და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ;
** შემოქმედებითობა და ინოვაციურობა; 
** კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნოთ აპლიკაციის შევსებული ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: bga@bga.ge, არაუგვიანეს 2019 წლის 29 აპრილისა. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ "დაწყებითის მასწავლებელი". გაითვალისწინოთ, რომ განცხადებები აპლიკაციის ფორმის გარეშე არ განიხილება. გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის და უნარების კანდიდატები.