ასისტენტ-მასწავლებელი

14 ივნისი - 15 ივლისი

ბრიტანულ-ქართული აკადემია 2019 წლის აგვისტოსთვის აცხადებს ასისტენტ-მასწავლებლის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

** მასწავლებლების აქტიური მხარდაჭერა სამუშაო პროცესში და მოსწავლეთა აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა, ასევე მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
** მოსწავლეთა მომზადება საგაკვეთილო პროცესისთვის და მასწავლებლებთან აქტიური თანამშრომლობა გაკვეთილის წარმართვის პროცესში.
** მუდმივი კომუნიკაციისაა და უკუკავშირის უზრუნველყოფა კლასის მენტორთან.
** პოზიტიური, სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა.
** მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ.
** აკადემიის პროფესიული განვითარების პროგრამებში აქტიური ჩართულობა.

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში;
** სასურველია ასისტენტად/მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება;
** კლასის მართვისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნოთ აპლიკაციის შევსებული ფორმა ჩამოტვირთეთ: https://www.dropbox.com/s/zc5qwwj7ezdczdz/bga-teach-app-form-ge.pdf?dl=0) ელექტრონულ ფოსტაზე: bga@bga.ge არაუგვიანეს 2019 წლის 15 ივლისისა. სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ "ასისტენტ-მასწავლებელი".

გაითვალისწინეთ, რომ განცხადებები აპლიკაციის ფორმის გარეშე არ განიხილება. გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.