მოლარე-კონსულტანტი

18 აპრილი - 18 მაისი

ეროვნული მუზეუმის მაღაზია აცხადებს ვაკანსიას მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე.

დამსაქმებელი: შპს "სანტა ესპერანსა"
სამუშაო ადგილი: თბილისი;
კატეგორია: საქართველოს ეროვნული მუზემის მაღაზია;
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, დასვენების დღე ორშაბათი და კვირის ერთი ნებისმიერი სხვა დღე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: 

** მკითხველის მოთხოვნის შესაბამისად წიგნის და სხვა პროდუქციის შერჩევაში დახმარება;
** მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება წიგნის და სხვა პროდუქციის ადგილმდებარეობის შესახებ;
** მაღაზიაში არსებული ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა;
** მაღაზიაში წიგნებისა და სხვა პროდუქციის განთავსება, შევსება, აღწერა;
** მომარაგების მიღება და დროული განთავსება;
** მაღაზიაში წესრიგის და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის ცოდნა;

აუცილებელი მოთხოვნები: 

** განათლება ისტორიის ან ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული მეტყველება და აზრის გადმოცემის უნარი;
** ინგლისური ენის B 1 დონე
** რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები: 

** მკითხველი;
** კომუნიკაბელური, გაწონასწორებული და თავაზიანი;
** მოსმენის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

თუ გიყვარს კითხვა და შეგიძლია წიგნით მიღებული საკუთარი შთაბეჭდილებები სხვებს გაუზიარო, ჩვენთან უამრავი მკითხველი გელოდება, რომელიც შენს რჩევას ელის!

გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@santaesperanza.ge და საგანში მიუთითეთ - მუზეუმის მაღაზია.