ტექნიკური სამსახურის მორიგე ინჟინერი

29 აგვისტო - 27 სექტემბერი

სამედიცინო ველნეს კურორტი "ბიოლი", რომელიც მდებარეობს კოჯორში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის მორიგე ინჟინერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კურორტის ტერიტორიაზე არსებული სისტემების მუშაობის კონტროლის უზრუნველყოფა, მათ შორის - ელექტროობა, სანტექნიკა, გამწოვი, ვენტილაცია და სხვ;
** კურორტზე არსებული ელექტრო -ტექნიკური სისტემების/დანადგარების შემოწმება და კონტროლი;
** ინვენტარების, ხელსაწყოებისა და მოწყობილობების კონტროლი და მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება;
** სასტუმროს ნომრებში არსებული ტექნიკის მოხმარებასთან დაკავშირებით სტუმრებისთვის დახმარების გაწევა;
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დროული აღმოფხვრა;
** ყველა ტექნიკური სამუშაოს კომპანიის სტანდარტების მიხედვით შესრულება;
** ტექნიკური შეფერხებისას, დროული რეაგირებისა და პრობლემის აღმოფხვრის უზრუნველყოფა; 
** ხელმძღვანელის მიერ ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებისადმი ყურადღებიანი; 
** პრობლემის დროულად აღმოჩენისა და სწრაფად რეაგირების უნარი;
** სწრაფი რეაგირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@mg.ge და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ტექნიკური სამსახურის მორიგე ინჟინერი.