სტაჟირება რეპორტინგის სამსახურში

22 ივლისი - 22 აგვისტო

წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას სტაჟირების პოზიციაზე რეპორტინგის სამსახურში.

კომპანიის არსებობის 11 წლის მანძილზე "ბიბლუსმა" შეძლო შეექმნა, საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით. დღეისათვის ქსელი მოიცავს 62 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

ჩვენი მისიაა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში წიგნიერების დონის ამაღლებისა და, საზოგადოდ, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

მოვალეობები:

** რეპორტების მომზადება
** რეპორტების განახლება
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება

მოთხოვნები: 

** მისაღებია ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, მათემატიკის ან ფინანსების ბაკალავრიც
** MS Excel-ის ცოდნა. (საბაზისო დონეზე)

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები: 

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პუნქტუალურობა.

რეზიუმე გამოგზავნეთ ელ. ფოსტაზე: jobs@biblusi.ge. განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2019 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით.

გისურვებთ წარმატებას!