კატეგორიის მენეჯერი

05 აპრილი - 26 აპრილი

წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" ახალი აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის არსებობის 10 წლის მანძილზე "ბიბლუსმა" შეძლო შეექმნა, საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით. დღეისათვის ქსელი მოიცავს 60 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

ჩვენი მისიაა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში წიგნიერების დონის ამაღლებისა და, საზოგადოდ, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

დაინტერესებული პირები რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0x8fbd005056a2625311e956d3baba94e0 ან 
გამოგვიგზავნეთ მეილზე: vacancy@biblusi.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2019 წლის 26 აპრილი.

გისურვებთ წარმატებას!