დამხმარე კონსულტანტი

09 დეკემბერი - 09 იანვარი

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომსახურების კორპორატიული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
** სალარო აპარატთან მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS word, excel).

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე hr@biblusi.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!