ვაიზერი - ფოთი

14 სექტემბერი - 14 ოქტომბერი

შპს "ბევრილი ჯგუფი"  აცხადებს   ვაკანსიას   ვაიზერის პოზიციაზე ქ. ფოთში.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ორგანიზატორული უნარჩვევები;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** სხარტი აზროვნება;
** დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საფირმო მაღაზიათა ქსელის ყოველდღიური, შეუფერხებელი მუშაობის, დისციპლინისა და წესრიგის უზრუნველყოფა.
**     უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება საფირმო მაღაზიათა ქსელის მუშაობის პროცესში წამოჭრილი პრობლემის შესახებ.
**   თანამშრომელთა მომსახურების პროცესის და მუშაობის ხარისხის ყოველდღიური მონიტორინგი.
**   საფირმო მაღაზიათა ქსელში სსიპ სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ დაწესებული სტანდარტების (ჰიგიენური ნორმების, ქართული  ანოტაციისა და ა.შ.) დაცვაზე ყოველდღიური ზრუნვა და კონტროლი.
**     საფირმო მაღაზიათა ქსელის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნის დაყენება უშუალო ხელმძღვანელთან.
**    საფირმო მაღაზიათა ქსელის მუშაობის პროცესისთვის აუცილებელი ნივთების მარაგისა და ტექნიკური მოწყობილობების გამართული მუშაობის კონტროლი.
**    ყოველდღიურ საქმიანობაში მაქსიმალური ზრუნვა კომპანიის აქტივებისა და ქონების დაცვაზე, მის განკარგულებაში არსებული რესურსების კეთილგონივრული გამოყენება. 
**    მაღაზიათა ქსელის უსაფრთხოებისკენ მიმართული ღონისძიებების ყოველდღიური კონტროლი.
**   მაღაზიათა ქსელში განთავსებული პროდუქციის ვარგისიანობის ვადის კონტროლი.
**  უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელმაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს კომპანიის რეპუტაციაზე.
**  თანამშრომელთა არასამუშაო დღეების, სამუშაო საათებისა და შესვენების საათების განრიგის დადგენა და კონტროლი.
** კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან გაცემული სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.
** საჭიროებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები: 

** საკუთარი ავტომობილი (B კატეგორიის მართვის მოწმობა)
** სქესი: მამრობითი.

ანაზღაურება: 600 ლარიდან.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე:  hr@bevrili.ge და მიუთითონ ვაკანსიის სახელი, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება!