შპს "ბევრილი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქ. ფოთში, საფირმო მაღაზიების ქსელის მენეჯერის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (გაყიდვების სფეროში).
დასაქმებულის მოვალეობები:
** საფირმო მაღაზიათა ქსელის მართვა-კოორდინაცია;
** კომპანიის იმიჯსა და საფირმო მაღაზიათა ქსელის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა;
** ყოველდღიური საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მაქსიმალური მოგებისკენ წარმართვა;
** გაყიდვების ანალიზი, საფირმო მაღაზიათა ქსელში კონკურენტუნარიანი პროდუქტის განთავსება;
** საფირმო მაღაზიათა ქსელსა და საწყობში განთავსებულ პროდუქტზე ზრუნვა, ვარგისიანობის ვადის კონტროლი;
** დაქვემდებარებული სტრუქტურული დანაყოფების კონტროლი, მათ მიერ მომზადებული ანგარიშის დამუშავება და მის საფუძველზე გონივრული გადაწყვეტილებების მიღება;
** კომპანიის შიდა სტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიაში გუნდური მუშაობის პრინციპის განვითარება, თანამშრომელთა მოტივაციაზე ზრუნვა;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება და დასადები ხელშეკრულების პირობების შეთანხმება;
** მაღაზიების ექსტერიერისა და ინტერიერის ვიზუალურ სტანდარტთან შესაბამისობის მონიტორინგი;
** სამუშაო პროცესში თანამშრომლების მიერ ხარისხის სტანდარტის დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სანქცირებისა და წახალისების ინიცირება, შესაბამისი პროცედურების დაცვით;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო ადგილზე გამოცხადებისა და წასვლის, შესვენებებზე გასვლისა და სამუშაო ადგილის დროებით მიტოვების ორგანიზება და მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების შვებულებისა და სამსახურში ვერ გამოცხადების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;
** საფირმო მაღაზიათა ქსელის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება და მოგვარება;
** პერსონალის შერჩევის პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი;
** თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, წახალისებისა და სხვადასხვა სახის ბრძანებების პროექტების მომზადება;
** თითოეული თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა და სამუშაო აღწერილობის შედგენა;
** თანამშრომელთა პირადი საქმის შეგროვება/წარმოება;
** შესაბამის მიმართულებაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება და ზემდგომი პირებისთვის წარდგენა;
** საქმიანობასათან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება;
** საჭიროებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ზემოთ ჩამოთვლილი უფლება-მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების მიზეზით მიღებულ ფინანსურ ზარალზე სამართლებრივად პასუხისმგებელია საფირმო მაღაზიათა ქსელის მენეჯერი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ანაზღაურება: 2000 ლარი საშემოსავლო გადასახადის გარეშე და ბონუსი.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bevrili.ge და სათაურის ველში "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "ქსელის მენეჯერი".
საფირმო მაღაზიების ქსელის მენეჯერი - ფოთი
20 აგვისტო -
20 სექტემბერი