შპს "ბევრილი ჯგუფი" (www.bevrili.ge) აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის ოპერატორის პოზიციაზე. ქ. თბილისში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსური განხრით;
** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** MS Office-ის, Excel-ის ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამა Oris-ის ცოდნა
** სქესი: მამრობითი (სასურველია).
ძირითადი მოვალეობები: დისტრიბუციის ელ. ზედნადებების და ფაქტურების გამოწერა (RS.ge-ზე მუშაობა).
პიროვნული მახასიათებლები:
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** მოტივირებულობა;
** კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი ფოტოსურათიანი რეზიუმე, შემდეგ ელ. მისამართზე: accounting@bevrili.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, 2018 წ.
დისტრიბუციის ოპერატორი
14 სექტემბერი -
14 ოქტომბერი