მარკეტინგული პროექტების მენეჯერის ასისტენტი

03 აგვისტო - 03 სექტემბერი

კომპანია "ბეთლაივი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ: "ბეთლაივი" არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

შესასრულებელი ამოცანები:

** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, შეკვეთის, რეკლამის და სხვა აქტივობების შესახებ პირობების და ფასების დადგენა, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების კონტროლი;
** კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, მომზადების პროცესის კოორდინაცია და შესრულების ვადების კონტროლი; 
** სხვადსხვა დეპარტამენტიდან ან ხელმძღვანელისგან მიღებული ინიციატივის მარკეტინგული პროექტის სახით ჩამოყალიბება და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღება; 
** სხვადასხვა იდეების და ინოვაციების პროექტის სახით ჩამოყალიბება და ხელმძღვანელთან წარდგენა;
** ხელმძღვანელთან ყოველთვიური და ყოველკვირეული ანგარიშის წარდგენა;
** მომსახურებაში ჩართული თანამშრომლების, განყოფილებების უზრუნველყოფა განახლებული ინფორმაციით;
** sms გზავნილების უზრუნველყოფა და კონტროლი;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა; 
** ინგლისური ენის ცოდნა;
** პროექტების და ღონისძიებების ეფექტური მართვის უნარი; 

სამუშაო პირობები:

** ხუთი სამუშაო დღე კვირაში
** სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.
** ადგილმდებარეობა - თბილისი

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი: 

** ბონუსი
** კორპორატიული დაზღვევა
** უფასო კვება
** უფასო პარკინგი
** პროფესიული ზრდა/განვითარება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მარკეტინგული პროექტების მენეჯერის ასისტენტი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!