ტერიტორიული სპეციალისტი - ქუთაისი

21 მარტი - 21 აპრილი

"ვიონის ჯგუფის" წევრი კომპანია "ბილაინი" აცხადებს კონკურსს ტერიტორიული სპეციალისტის ვაკანსიაზე, ქალაქ ქუთაისში.

"ვიონის ჯგუფი" წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. "ვიონის ჯგუფი" 12 ქვეყანაში 6 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი.

"ვიონის ჯგუფის" წევრი კომპანია შპს "ვიონი საქართველო" საქართველოს ბაზარზე "ბილაინის" ბრენდით ოპერირებს. კომპანიის პრიორიტეტია ისეთი პროდუქტებისა და მომსახურების შექმნა, რომელიც ადამიანების ცხოვრების დონეს აამაღლებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. "ბილაინი" უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3) , 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

იყო "ვიონის ჯგუფის" წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე; მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.

ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.
პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.

კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:

https://veon.com/
http://veon.ge/
https://www.beeline.ge/

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:

თანამდებობრივი მოვალეობები: 

** საცალო გაყიდვები და დილერებთან ურთიერთობა;
** ახალი სავაჭრო წერტილების მოძიება და კომპანიის სტანდარტების შესაბამისად გაფორმება;
** ალტერნატიული გაყიდვების არხების ორგანიზება;
** რეგიონში კომპანიის პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვებისა და დისტრიბუციის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის (წერითი, სასაუბრო) სრულყოფილი ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (წერითი, სასაუბრო);
** კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Word, Excel, PowerPoint).
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.

საჭირო თვისებები:

** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი.

თუ თქვენ შეესაბამებით ზემოთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@beeline.ge 2018 წლის 2 აპრილამდე და მიუთითოთ თემა "ტერიტორიული სპეციალისტი - ქუთაისი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

P.S. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში ერთი წლით.