უფროსი დეველოპერი - Microsoft Dynamics 365

24 აპრილი - 24 მაისი

კომპანია "ბიდიო" აცხადებს ვაკანსიას უფროსი Microsoft Dynamics 365 დეველოპერის (C#/.NET, JavaScript) პოზიციაზე.

"ბიდიო" არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი, "ბიდიოს" საქართველოში წამყვანი მე-3 პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

ადგილმდებარეობა: ი. თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი.
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი

ფუნქცია-მოვალეობები:

** Microsoft Dynamics 365 პლატფორმაზე ბიზნეს გადაწყვეტილებების დეველოპმენტი
** Dynamics 365 Web API-ს საშუალებით სხვადასხვა გარე სისტემებთან ინტეგრაციის დეველოპმენტი
** SSRS ვებ რეპორტების შექმნა.

მოთხოვნები:

** 2 წლიანი გამოცდილება C#/.NET და JavaScript ტექნოლოგიებში
** 2 წლიანი გამოცდილება რელაციურ მონაცემთა ბაზასთან მუშაობაში, სასურველია MS SQL Server
** გამოცდილება custom აპლიკაციების, მოდიფიკაციების, ინტეგრაციების, მონაცემთა დამუშავების და რეპორტების დეველოპმენტში
** Dynamics ან Dynamics 365 პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "უფროსი Microsoft Dynamics 365 დეველოპერი". განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 3 მაისი, 2019 წ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობო დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.