გრაფიკული დიზაინერი

02 ივლისი - 02 აგვისტო

კომპანია "ბიდიო" აცხადებს გრაფიკული დიზაინერის ვაკანსიას.

"ბიდიო" არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ლიდერი, მე-3 პოზიცია უკავია წამყვან აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი

ფუნქცია/მოვალეობები:

** პოსტების დიზაინის შექმნა სოციალური მედიისთვის (პროგრამული პროდუქტები, პროფესიული სერვისები, "ბიდიო აკადემია")
** ვიზუალური მასალის მომზადება ლენდინგ ფეიჯებისთვის
** პრინტ მასალების დიზაინის შექმნა 
** ვიზუალური მასალების შაბლონების შემუშავება
** მარკეტინგული კამპანიების ჭრილში გუნდური მუშაობა ქონთენთ მარკეტერთან და ციფრულ მარკეტერთან 
** პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სავალდებულოა შემდეგი პროგრამების ცოდნა: Adobe Illustrator; Adobe Photoshop, Adobe InDesign 
** სასურველია Corel-ის ცოდნა
** Adobe After Effects-ის, ასევე ვიდეომონტაჟის ცოდნა (Adobe Premier ან რომელიმე სხვა პროგრამაში) ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ერთდროულად სხვადასხვა დავალებებზე მუშაობის უნარი
** შემოქმედებითი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე პორტფოლიოსთან ერთად მისამართზე: hr@bdo.ge. გთხოვთ, "Subject"-ში მიუთითოთ "გრაფიკული დიზაინერი". 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 11.07.2019 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.