ადმინისტრაციული ასისტენტი/ანაზღაურებადი სტაჟირება

23 მაისი - 22 ივნისი

კომპანია "ბიდიო " 6 თვიანი პროექტის ფარგლებში აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე

"ბიდიო" არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში წამყვანი მე-3 პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

ვაკანსიის დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი/სტაჟიორი
ადგილმდებარეობა: ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00

ფუნქცია/მოვალეობები:

** კლიენტებისთვის შეთავაზების, სტანდარტული ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების, ინვოისების და სხვა მსგავსი დოკუმენტაციის მომზადება (მათ შორის ინგლისურ ენაზე)
** დოკუმენტაციის სისტემაში მოყვანა და დაარქივება
** კლიენტის დავალიანების კონტროლი და შესაბამისი პირების ინფორმირება
** პროგრამაში კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის შეყვანა და ცვლილებების შესაბამისად განახლება
** განყოფილების თანამშრომლების დაკვალიანება და მხარდაჭერა სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებში
** შეხვედრების ორგანიზება
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება 

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel)

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
** ენერგიული
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge და გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "ადმინისტრაციული ასისტენტი". 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31.05.2019.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.