სამედიცინო წარმომადგენელი

22 მარტი - 22 აპრილი

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია "ბიოკოდექსის" მედიკამენტებზე სამუშაოდ.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო, ფარმაცევტული, პედიატრიის ან მედიცინის ფაკულტეტი);
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ასაკი: 35 წლამდე;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა; 
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა; შედეგზე ორიენტაცია; პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი.

სამუშაო აღწერილობა

** ინფორმაციული მარკეტინგი 
** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება სამედიცინო დაწესებულებაში და აფთიაქებში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები:

** ფოტოსურათი 3x4 - 1ც.; 
** დიპლომის ასლი; 
** პირადობის მოწმობის ასლი; 
** სარეკომენდაციო წერილები;

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყააზბეგის 16 
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575).

კანდიდატურების მიღება იწარმოებს ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), შემდეგ საათებში: 11.00სთ-იდან 15.00სთ-მდე. 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 11 აპრილი, 2018 წ.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.