ბუღალტერი

25 ნოემბერი - 15 დეკემბერი

კომპანია "ავერსი" აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: ბუღალტერი

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი ეკონომიკური განათლება
** მინიმუმ 2 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის თანამდებობაზე
** საქართველოს და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების და წესების ცოდნა
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამა ორისის კარგად ფლობა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა,
** მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.
** კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge; გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება. ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე

** ფოტოსურათი 3X4 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16; ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.