სერვისის მიმღების ოპერატორი

12 ივლისი - 11 აგვისტო

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მიმღების ოპერატორის ვაკანტურ თანამდებობაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში: 

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** საგარანტიო და არასაგარანტიო პროდუქციის ჩაბარება შემდგომი დიაგნოსტიკის ან/და შეკეთების მიზნით;
** ოფიციალური ბრენდების პორტალზე ინფორმაციის დაზუსტება პროდუქციის წარმომავლობის შესახებ;
** პროდუქციის ტექნიკური ან პროგრამული ხარვეზის იდენტიფიცირებაში დახმარება და სწორი დირექტივის გაცემა;
** სამუშაოების დასრულების შემდეგ პროდუქციის შემოწმება/გაცემა;
** ინფორმაციის გაცემა დეტალების ღირებულებაზე, საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის ფორმირება და მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლების გადამისამართება და მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების საშუალო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

საქმიანი თვისებები:

** გამართული და სასიამოვნო საუბრის მანერა;
** პრობლემურ მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;
** ინფორმაციის საინტერესოდ და სრულად წარდგენის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინა და დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიული მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2019 წლის 11 აგვისტომდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები: 

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ და OPQ ტესტი.