სერვის ცენტრის მენეჯერი

25 ოქტომბერი - 25 ნოემბერი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვის ცენტრის გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება;
** საგარანტიო და არასაგარანტიო პროდუქციის ჩაბარების მონიტორინგი შემდგომი დიაგნოსტიკის ან/და შეკეთების მიზნით;
** პროდუქციის ტექნიკური ან პროგრამული ხარვეზის იდენტიფიცირებაში დახმარება და სწორი დირექტივის გაცემა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** პარტნიორი ბრენდის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;
** შეკვეთების განთავსება;
** წუნდებული პროდუქციის შეკეთების/შეცვლის ორგანიზება;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** წუნდებული დეტალების და პროდუქციის ექსპორტის ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება/ცოდნა:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** JDE პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (როგორც სასაუბრო, ასევე წერითი).

საქმიანი თვისებები:

** გამართული და სასიამოვნო საუბრის მანერა;
** სამუშაოზე კონცენტრირება და დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრობლემურ მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;
** ინფორმაციის საინტერესოდ და სრულად წარდგენის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინა და დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიული მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2019 წლის 25 ნოემბრამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ და OPQ ტესტი.