ოფისის მენეჯერი

15 აპრილი - 25 აპრილი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში: 

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** კორესპონდენციის წარმოება;
** ფოსტის მიღება-გაგზავნა;
** კომპანიაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, გადამისამართება;
** საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;
** ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმვა, ორგანიზება;
** ყოველდღიურ დოკუმენტურ ინფორმაციასთან მუშაობა, საქმისწარმოება;
** ხელშეკრულებების მონიტორინგი;
** საოფისე მასალების, სანიტარულ-ჰიგიენური საქონლით კომპანიის უზრუნველყოფა (შესყიდვა) და მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება/ცოდნა:

** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (როგორც წერილობით, ასევე სასაუბრო)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

საქმიანი თვისებები:

** გამართულად საუბარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ურთიერთობების დამყარება და კონტაქტების მართვა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2019 წლის 25 აპრილამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები: 

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** პიროვნული კითხვარი;
** IQ ტესტირება.