კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

20 თებერვალი - 20 მარტი

შპს "ალტა" აცხადებს კონკურსს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების ორგანიზება;
** კომპიუტერული ტექნიკის ცოდნა (სასურველია);
** პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების გამართვა, პროექტების და პრეზენტაციის მომზადება, მათი წარდგენა;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების ორგანიზება;
** ტენდერებისათვის საბუთების მომზადება და მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

საქმიანი თვისებები:

** გამართული, თავდაჯერებული საუბარი;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა და/ან სწრაფი ათვისების უნარი;
** ორგანიზებულობა და დაგეგმვა;
** კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** ურთიერთობების დამყარება და კონტაქტების მართვა;
** გაყიდვების ანალიზი და კვლევა.

განაკვეთი: სრული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.ge 2019 წლის 6 მარტამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები: 

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;