შპს "ალტაოქეი" აერთიანებს შპს "ალტას" (დაარსებული 1998 წელს) და შპს "ოქეის" (დაარსებული 2007) წელს. კომპანიის საცალო ქსელი წარმოდგენილია 13 სავაჭრო ობიექტით მთელი ქვეყნის მასშტაბით და სათავო ოფისით ქ. თბილისში. ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Intel, Canon, Sony, HP, Panasonic, Lenovo, Huawei, AEG, Zanussi, Hansa, Candy, Indesit, Ariston, და ა.შ.
"ალტაოქეი"-ს მთავარ ღირებულებას მომხმარებლების, თანამშრომლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა წარმოადგენს. ჩვენ შევძელით, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი საიხლეებისა და ინოვაციების დანერგვით, მოგვეპოვებინა ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.
ალტაოქეი აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე (აქსესუარების მიმართულებით - Accessories Product Manager).
ძირითადი ფუნქციები:
** პროდუქტების წინასწარი მატრიცის განსაზღვრა;
** წინასწარი ფორკასტის და შესყიდვების გეგმის შედგენა/შემუშავება;
** ფასების განსაზღვრა მარაგების, პროდუქტის ხანდაზმულობისა და ბაზრის ანალიზის მიხედვით;
** პროდუქტის მაღაზიათა ქსელში განაწილება, მაღაზიების საჭიროების და სპეციფიკის გათვალისწინებით;
** კატეგორიის მიხედვით გაყიდვების, შესყიდვების გეგმისა და მარჟების მდგომარეობის პერმანენტული შემოწმება;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა და ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა;
** რეალიზებულ საქონელზე რეპორტის მომზადება;
** ბაზრის უწყვეტი მონიტორინგი;
** კუთვნილი კატეგორიის ქვეში, სააქციო პროდუქტების განსაზღვრა;
** ფრომოუშენისა და აქციების იდეების გენერირება;
** პროდუქტების განლაგების განსაზღვრა, სააქციო ზონების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
** ინგლისური და/ან რუსული ენის სრულყოფილად ფლობა;
** საოფისე პროგრამების MS Office–ის ზედმიწევნით კარგად ფლობა.
** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@altaok.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 10 ნოემბერი 2017 წ.
კატეგორიის მენეჯერი
26 ოქტომბერი -
26 ნოემბერი