კატეგორიის განვითარების მენეჯერი

19 აპრილი - 15 მაისი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმაბული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

შპს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის განვითარების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

განაკვეთი: სრული

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში: 

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ კონკურენტული ანაზღაურება, ბონუსები და ჯანმრთელობის დაზღვევა.

მოვალეობები: 

** არსებული კატეგორიის მართვა;
** ახალი პრფოდუქტების მოძიება;
** მარაგების გეგმის შემუშავება;
** კატეგორიის ნაშთების მონიტორინგი;
** კონკურენტთა მუდმივი ანალიზი;
** პარტნიორებთან ურთიერთობა;
** კატეგორიაში არსებულ პროდუქტებზე ოპტიმალური ფასის დადგენა;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
** უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა, MS Excel-ის ცოდნა საჭიროა განსაკუთრებულად მაღალ დონეზე; 
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ფლობა B2 დონე;
** რუსული ენის ფლობა B2 დონე;

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება;
** სამუშაოზე კონცენტრირება და სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** ორგანიზებულობა და სწორი დაგეგმვის უნრაი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2019 წლის 15 მაისამდე

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ და OPQ ტესტი;
** ინგლისური ენის დონის დადგენის ტესტი.