გაყიდვების კონსულტანტი

01 მაისი - 01 ივნისი

შპს "ალტაოქეი" აერთიანებს შპს "ალტას" (დაარსებული 1998 წელს) და შპს "ოქეის" (დაარსებული 2007) წელს. კომპანიის საცალო ქსელი წარმოდგენილია 13 სავაჭრო ობიექტით მთელი ქვეყნის მასშტაბით და სათავო ოფისით ქ. თბილისში. ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Intel, Canon, Sony, HP, Panasonic, Lenovo, Huawei, AEG, Zanussi, Hansa, Candy, Indesit, Ariston, და ა.შ.

"ალტაოქეი"-ს მთავარ ღირებულებას მომხმარებლების, თანამშრომლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა წარმოადგენს. ჩვენ შევძელით, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი საიხლეებისა და ინოვაციების დანერგვით, მოგვეპოვებინა ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.

"ალტაოქეი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამსახურის მახასიათებლები:

** სამუშაო საათები: 9 საათიანი სამუშაო დღე;
** დასვენება: კვირაში ორი დღე;
** ანაზღაურება: მზარდი ფიქსირებული და საბონუსე ანაზღაურება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით (შესაძლებელია არასრული უმაღლესი / სტუდენტი);
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნას მიენიჭება უპირატესობა.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა; 
** კომპანიის მომხმარებლების მაღალკვალიფიციურად მომსახურება, არსებული მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
** გაყიდვის განხორციელებამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება და მომხმარებელთან დემონსტრირება;
** გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
** კომპანიაში დაგეგმილ სხვადასხვა სახის აქციების გახორციელებაში მონაწილეობის მიღება;

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოდ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@altaok.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 01 ივნისი 2018 წელი.