ფინანსური დირექტორი

11 ივნისი - 11 ივლისი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმაბული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე:

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში: 

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** საბიუჯეტო და ბიზნეს დაგეგმარება;
** ფულადი ნაკადების მართვა;
** საწარმოს საკრედიტო პოლიტიკის შემუშავება;
** საბანკო ორგანიზაციებთან მუშაობა, დაფინანსების წყაროების მოძიება, დაკრედიტების ოპერაციების სრული მხარდაჭერა;
** შესაძლო ფინანსური რისკების ანალიზი და შემცირება;
** კომპანიის გარიგებების ფინანსური და ეკონომიკური ანალიზი;
** კომპანიის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კონტროლი;
** ფინანსური ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში და/ან მონათესავე დისციპლინაში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონე;
** საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
** სასურველია ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ACCA-სა და საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსის სერტიფიკატი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

საქმიანი თვისებები:

** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფეტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
** ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვა;
** გუნდური მუშაობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2019 წლის 30 ივნისამდე

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;

1. გასაუბრება;
2. IQ და OPQ ტესტი;
3. ინგლისური ენის დონის დადგენის ტესტი.