ელექტრო ტექნიკის ინჟინერი

12 ივლისი - 11 აგვისტო

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო ტექნიკის ინჟინრის თანამდებობაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში: 

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა ტიპის ელექტრო ტექნიკის სწორი დიაგნოსტიკა;
** დაზიანებული დეტალის შეცვლა;
** დაზიანებული დეტალის შეკეთება;
** სხვა ტექნიკური ამოცანების შესრულება;
** შესაბამისი აქტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება; (სასურველია ტექნიკური განათლება); 
** ქართული, ინგლისური, რუსული (საშუალო დონეზე) ენების ცოდნა;
** ტექნიკური მანუალების წაკითხვა/გარჩევის უნარი;
** სხვადასხვა ტიპის ოპერაციული სისტემების ცოდნა;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

საქმიანი თვისებები:

** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა და სწრაფი ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** შედეგებზე ორიენტაცია;
** კომუნიკაბელობა;
** დისციპლინა და დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიული მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2019 წლის 11 აგვისტომდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები: 

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ და OPQ ტესტი.