ანალიტიკოსი

08 მაისი - 08 ივნისი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით,  წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის ვაკანტურ თანამდებობაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში: 

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** მონაცემთა მოდელების აწყობა BI სისტემაში;
** ბაზრის ანალიზი (იმპორტი, შესყიდვა, გაყიდვა);
** სტატისტიკის წარმოება;
** ბიზნეს-პროცესების ანალიზი;
** სამუშაოს ვადებში შესრულების კონტროლი;
** რეპორტების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, სტატისტიკის, უმაღლესი მათემატიკის, ან ფინანსების მიმართულებით);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** აუცილებელია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა B1 დონეზე.

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება.
** ორგანიზებულობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2019 წლის 27 მაისამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა  შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ და OPQ ტესტი.