პროფესიული პროგრამა ვეტერინარიაში

14 სექტემბერი - 14 ოქტომბერი

"საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი" აცხადებს მიღებას სასერიფიკატო პროფესიულ პროგრამაზე ვეტერინარიაში (ძაღლი და კატა). 

პროგრამა შემუშავებულია ვახენინგენის უნივერსიტეტის (Wageningen University and Research) საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ძირითად საკითხებს შინაური ბინადარი ცხოველების - ძაღლის და კატის მიმართულებით და იმუშავებენ სხვდასხვა პროექტზე.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან შემდეგ მოდულებს:

** ცხოველთა ანატომია
** ძღლის და კატის დაავადებების დიაგნოსტიკა
** ძაღლის და კატის დაავადებები
** ვეტერინარული ქირურგია
** ფარმაკოლოგია
** კომპიუტერული უნარები

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერტიფიკატს - სერტიფიცირებული ვეტერინარი-ტექნიკოსი (Certified Veterinary Technician). სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა თითოეულ მოდულში დადებითი შეფასების მიღება. 

პროგრამა განკუთვნილია მოქმედი ვეტერინარებისათვის, რომლებსაც სურთ საკუთარი ცოდნის განახლება (ძღლის და კატის მიმართულებით)
სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირთათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ კვალიფიკაცია ვეტერინარიაში (ძაღლი და კატა), ასევე ნებისმიერი პირისათვის 16 წლიდან.

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 თვე. 
პროგრამის ღირებულება: პროგრამის სწავლის საფასურია 1,400 ლარი
შესაძლებელია სწავლის საფასურის ყოველთვიური გადახდა (თვეში - 350 ლარი). 

რეგისტრაცია: პროგრამაზე დარეგისტრირებისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 453 945 ან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

რეგისტრაცია გრძელდება 2018 წლის 2 ოქტომბრამდე

სწავლის დაწყების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2018 წელი

პროგრამა ხორციელდება "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" (MCA-G) საგრანტო პროგრამის "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" პროექტის ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის და ლაბორატორიების აღჭურვილობის განახლების მიზნით. სრულად განახლდა და აღიჭურვა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიული კლინიკა და ვეტერინარიული სწავლებისათვის განკუთვნილი 4 ლაბორატორია (დამატებითი ინფორმაცია იხ.ბმულზე http://agruni.edu.ge)