საკონსულტაციო კომპანია "ადელანტე" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში.
ანაზღაურება: 800 - 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** რესტორნის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების მოგებისა და წარმოების გაზრდა;
** პროდუქტის უმაღლესი ხარისხის დონის შენარჩუნება;
** პერსონალის მართვა (ძიება, შერჩევა და დაქირავება, ადაპტირება და ორიენტაცია, თანამშრომლების სწავლება, განვითარება და შენარჩუნება, სამუშაო განრიგის შედგენა, შესრულებული სამუშაოს შეფასება);
** კომპანიის სტანდარტებთან მუდმივად შესაბამისობაში ყოფნა რათა დაკმაყოფილებულ იქნეს სტუმრების მოთხოვნები;
** სტუმრების მომსახურება;
** რესტორნის სტუმრებთან მუდმივ კონტაქტში ყოფნა;
** რესტორნის ყველა ერთეულში ინვენტარიზაციის ორგანიზება და კონტროლი, ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი;
** აღწერების ჩატარება, მარაგების კონტროლი;
** დისტრიბუციებთან თანამშრომლობა;
** რესტორნის საბუთების კონტროლი;
** კალკულაციების კონტროლი;
** სალაროს ბრუნვის და ბუღალტრისთვის საბუთების მოწესრიგება;
** პროგრამის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მისი ცოდნა;
** უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა თანამშრომლების მიერ სამუშაოს შესრულების პროცესში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი მმართველ-მენეჯერულ თანამდებობაზე სარესტორნო საქმეში;
** სერვისის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ფლობა;
** საოფისე პროგრამების კარგად ფლობა (Word, Excel).
ანაზღაურება: 1200 (GEL/თვე, ხელზე)
სამუშაო საათები: დილის 11 საათიდან დახურვამდე. დასვენების დღე - 1 დღე კვირაში.
ერთი დღე (კვირა) მუშაობა იწყება დილის 7:30 საათიდან დახურვამდე, ხოლო კვირაში ერთი დღე მუშაობა სრულდება საღამოს 6 საათზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი "ადელანტეს" საიტზე: http://career.adelante.ge/Job/29? 2018 წლის 15 ივნისამდე.
შენიშვნა: გასაუბრება იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები შემოსვლისთანავე განიხილება. იჩქარეთ!
რესტორნის მენეჯერი
14 მაისი -
14 ივნისი